ახალი ამბები

200 დასახელების პირველადი მოხმარების მედიკამენტზე ფასები შემცირდება

ჯანდაცვის მინისტრის, დავით სერგეენკოს თქმით, დაახლოებით 450 დასახელების მედიკამენტზე კი ფასებმა 15-20%-ით მოიმატა. 
,,ორმა ფარმაკოლოგიურმა კომპანიამ ძალიან კარგი სოციალური სოლიდარობოის პროექტი გააკეთა, როცა რამდენიმე ათეულ მედიკამენტზე ფასი დასწია. მეორე მხრივ, ვადასტურებ, რომ უახლოეს თვეების განმავლობაში ე.წ. სოციალური წამლის პროექტი განხორციელდება, როდესაც მინიმუმ 200 დასახელების პირველადი მოხმარების მედიკამენტზე ფასები შემცირდება”, – განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა.