19 წლის პანკისელ ბიჭს მოკვლით ემუქრებიან
“დედაჩემმა ჩანთა გამომიტანა წადიო, მამაჩემმა მეჩხუბა ფული სახლში რატომ არ მოგაქვსო. გამომაგდეს სახლიდან. დედაჩემს საერთოდ ჩემი გაყიდვა უნდოდა,”- აცხადებს 19 წლის გიორგი ბორჩაშვილი.
მისი თქმით, მან ის ჩეჩენი ადამიანი გაიცნო რომელსაც ახალგაზრდები სირიაში გადაჰყავს, თუმცა შეთავაზებაზე უარი უთხრა და ახლა მას მოსაკლავად დასდევენ.
“მაღაზიდან გამოვდიოდი და შემხვდა ადამიანი ვისაუბრეთ მან სირიაში წასვლა შემომთავაზა მაგრამ მე უარი ვუთხარი. იმის მერე მითვალთვალებენ მემუქრებიან. დღეს მნახეს რიყეზე მოდიო მე ვერ მივალ ან მომკლავენ ან რაღაცას გამიკეთებენ, რადგან მათ უარი ვუთხარი. ისინი ძალიან ბევრნი არიან,”- აცხადებს გიორგი ბორჩაშვილი.
გიორგი ბორჩაშვილი განმარტავს, რომ მან საკუთარი პრობლემის შესახებ და მოსალოდნელი საფრთხის გამო ინფორმაცია შს სამინისტროს წარმომადგენლებს მიაწოდა. ინფორმაციას ,,რუსთავი 2” ავრცელებს.