ახალი ამბები

გიორგი ღვინიაშვილი – გურჯაანის მაჟორიტარი დეპუტატის ბიურო ბლოკირებულია

“სამარცხვინოა, რაც დღეს გურჯაანში ხდება. აღარ არის საუბარი მაჟორიტარის ბიუროზე, ბლოკირებული აქვს ხელისუფლებას მთელი გამგეობის შენობა. გვაქვს ინფორმაცია, რომ საბავშვო ბაღების თანამშრომლები მოყავთ, ხალხს აქვს დავალება, რომ ფიზიკურ დაპირისპირებაზე გადავიდნენ, მაგრამ ჩვენ აქ საჩხუბრათ არ ვართ ჩამსული. ამ ხალხის მსგავსად არ ფიქრობს მთელი გურჯაანის რაიონი და არ ვაკადრებთ მოსახლეობას, რომ ფიზიკურ დაპირისპირებაში შევიდეთ”,-აღნიშნა ღვინიაშვილმა. 
მისივე თქმით, ხელისუფლებას ტყულიად ჰგონია, რომ გამგეობის ბლოკირებით შეააჩერებს “ანტიკორუფციული კომისიის” მუშაობას.