ქრთამის აღების ფაქტზე კახეთში ვეტერინარი დააკავეს
გამოძიების ცნობით, ბრალდებული გარკვეული თანხის სანაცვლოდ, კანონმდებლობით დადგენილი წესების დარღვევით, მოქალაქეებზე სისტემატურად გასცემდა ყალბ ვეტერინარულ მოწმობებს, ისე რომ რეალურად არ ამოწმებდა, იყო თუ არა ვარგისი პროდუქცია. შედეგად, შეუმოწმებელი ხორცი სარეალიზაციოდ ხვდებოდა სავაჭრო დახლებზე.
საქმეზე გრძელდება გამოძიება, რაც თავისუფლების აღკვეთას ვადით 6-დან 9 წლამდე ითვალისწინებს.