სოფლის მეურნეობის მინისტრმა კახეთში ახალი საწარმოები დაათვალიერა
დანელიას განცხადებით, საწარმოები შერავათიანი აგროკრედიტის პროქეტის ფარგლებში გაიხსნა, 1025 ადამიანი დასაქმდა და განხორციელდა 39 700 000 აშშ დოლარის ინვესტიცია. აგროკრედიტის პროექტის ფარგლებში, ქვეყნის მასშტაბით, 119 ახალი საწარმო დაფინანსდა. ახალი სამუშაო ადგილების რაოდენობა კი 3700-ს შეადგენს.
მეწარმეების თქმით, კრედიტის აღების პროცესში არანაირი პრობლემა არ შექმნიათ და ასეთი ხელშეწყობა მთავრობისგან ადრე არასდროს მიუღიათ. სოფლის მეურნეობის მინისტრსა და საწარმოების ხელმძღვანელებს შორის შეხვედრა გაიმართა სასტუმრო “როიალ-ბატონში” , რომელსაც მედიატურის მონაწილე ჟურნალისტები დაესწრნენ.