გურჯაანის გამგეობაში სამართალდამცავები არიან მობილიზებულები
პოლიცია მას შემდეგ გამოიძახეს, რაც გამგებელთან მოქალაქეთა მიღებაზე დასწრების სურვილი “ნაციონალური მოძრაობის” მიერ ახლად შექმნილი ”ანტიკორუფციული კომისიის” წევრებმა გამოთქვეს. გამგებელმა მოქალაქეთა მიღება შეწყვიტა და პოლიცია გამოიძახა.
“ნაციონალურმა მოძრაობამ” გურჯაანში გამგებლის “კორუფციული საქმიანობის” შემსწავლელი კომისია შექმნა. პარტიის წევრები, აქტივისტებთან ერთად, დღეიდან გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და გამგეობის მუშაობას ადგილზე გააკონტროლებენ. ამის შესახებ განცხადება გურჯაანის მაჟორიტარმა დეპუტატმა, გიორგი ღვინიაშვილმა გურჯაანში ანტიკორუფციული კომისიის პირველ სხდომაზე გააკეთა.
ღვინიაშვილის თქმით, “ნაციონალური მოძრაობა” ადგილობრივი ხელუსუფლების საქმიანობას საქართველოს ყველა რეგიონში შეისწავლის. ინფორმაციას ,,ინტერპრესნიუსი” ავრცელებს.