წნორის მოსახლეობას 24 საათიანი წყალმომარაგება ექნება
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია და საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი, წნორში, წყალმომარაგების გაუმჯობესების მიზნით, მასშტაბურ ინფრასტრუქტურულ პროექტს ახორციელებენ. რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველი მოადგილის, გიორგი ამაშუკელის განცხადებით, პროექტის დასრულების შემდეგ წნორის მოსახლეობა მაღალი ხარისხის წყალს, ახალი წყალსადენი სისტემით, უწყვეტ რეჟიმში მიიღებს.
პროექტი ითვალისწინებს 1250 მეტრ კუბი მოცულობის რეზერვუარის, სატუმბი სადგურის, ჭაბურღილებისა და საქლორატოროს რეაბილიტაცია/რეკონსტრუქციას. პროექტის ფარგლებში, ასევე, გათვალისწინებულია მილსადენების, რეზერვუარების, ქალაქის შიდა გამანაწილებელი ქსელების სრულ რეაბილიტაცია, ქალაქის ქსელის სამი ზონის მოწყობა და 2 ახალი რეზერვუარის მშენებლობაც.
პროექტს ევროპის საინვესტიციო ბანკი აფინანსებს და მისი ღირებულება 10 მილიონ ლარზე მეტია. სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული სამშენებლო კომპანია ”ზიმო” ახორციელებს და 23 ადგილობრივი მოსახლეა დასაქმებული. პროექტი 2016 წელს დასრულდება.