ახალი ამბები

ხვალ ყვარლის რამდენიმე სოფელს ენერგომომარაგება დროებით შეუწყდება

კახეთის ენერგოდისტრიბუციაში აცხადებენ, რომ ენერგომომარაგების შეზღუდვის მიზეზი ,,საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის” მიერ 35 კვ-იან ელექტროგადამცემ ხაზში დაზიანებული სადენის აღდგენის სამუშაოებია. უწყებაში ამბობენ, რომ სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე აღნიშნულ სოფლებში ენერგომომარაგება აღდგება.