ყვარელში საჯარო მოხელეთა კონკურსის მეორე ეტაპი დასრულდა
საკონკურსო-საატესტაციო კომისიის წევრების თქმით, კონკურსანტების საერთო რაოდენობამ 124 შეადგინა.
მათივე თქმით, კონკურსის პირველ ეტაპს, რაც აპლიკაციების გადარჩევას გულისხმობდა 12 კონკურსანტი გამოეთიშა.
,,ტესტირებაზე გამსვლელ 98 აპლიკანტიდან 69 გამოცხადდა, მინიმალური ბარიერის გადალახვა კი მხოლოდ 48 კონკურსანტმა შეძლო. დარჩენილია კიდევ ერთი, გასაუბრების ეტაპი, რომელის შესახებ საკონკურსო-საატესტაციო კომისიის მიერ, კონკურსანტებს დამატებით ეცნობებათ,’‘- აცხადებენ ყვარლის მუნიციპალიტეტის გამგეობის საკონკურსო-საატესტაციო კომისიის წევრები.