პანკისის ხეობიდან სირიაში კიდევ ერთი ახალგაზრდა იბრძოლებს
ინფორმაციას ახალგაზრდის ოჯახის წევრებიც ადასტურებენ.
“ჩანთა ჩაალაგა და თბილისში წავიდა. მას შემდეგ ჩემს შვილთან კომუნიკაცია არ მქონია. დარწმუნებით ვერ გეტყვით, საზღვარზე გადავიდა თუ არა, მაგრამ ვიცი, რომ სირიაში წასვლას აპირებდა”, – განუცხადა ჟურნალისტებს ჯამლეტ ბორჩაშვილის დედამ, თინა ბორჩაშვილმა. ინფორმაციას ,,ინტერპრესნიუსი” ავრცელებს.