დედოფლისწყაროში მრავალპროფილიანი საავადმყოფო აშენდება
წელს, დედოფლისწყაროში მრავალპროფილიანი საავადმყოფო აშენდება. ირაკლი ღარიბაშვილის ინფორმაციით, პროექტის ღირებულება 3 მილიონ 700 ათასი ლარს შეადგენს:
,,ვგეგმავთ ავაშენოთ დედოფლისწყაროში მრავალპროფილიანი საავადმყოფო. ამ პროექტის ღირებულებაა 3 მილიონ 700 ათასი ლარი და მას სახელმწიფო ბიუჯეტი აფინანსებს. ეს იქნება 25-ადგილიანი, თანამედროვე სტანდარტების კლინიკა, უახლესი ტექნიკით აღჭურვილი, რომელიც ყველა სახის სამედიცინო მომსახურებას გაუწევს პაციენტებს. ახალი კლინიკა ჩაანაცვლებს ძველ საავადმყოფოს და მოემსახურება დედოფლისწყაროსა და მის ირგვლივ მდებარე 16 სოფელს”.
პრემიერისვე განცხადებით, დღეისათვის კახეთში 9 ახალი ამბულატორია მუშაობს:
,,პაციენტებს ემსახურება 14 საშუალო და 12 მაღალი გამავლობის სასწრაფო სამედიცინო დახმარების მანქანა, 195 სოფლის ექიმი და 223 ექთანი. 19 ათას 275 ოჯახი იღებს სოციალურად დაუცველის საარსებო შემწეობას”, – განმარტავს პრემიერ მინისტრი.