ქალაქ გურჯაანსა და სოფელ მირზაანში შიდა ქუჩების რეაბილიტაცია ხორციელდება
გურჯაანის მუნიციპალიტეტში, პროექტის ფარგლებში, მიმდინარეობს ბესიკის, ბარათაშვილის და ჭავჭავაძის ქუჩების რეაბილიტაცია. საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორის, ილია დარჩიაშვილის განცხადებით, პროექტის ღირებულება 1 493 156,73 ლარია:
,,რეაბილიტაციის დაწყებამდე აღნიშნულ ქუჩებზე ასფალტო/ბეტონის საფარი პრაქტიკულად აღარ არსებობდა, რის გამოც მოსახლეობას გადაადგილება უჭირდა. პროექტის ფარგლებშიც ჯამში 3,1 კმ გზის მოასფალტება მოხდება და მოსახლეობისთვის გადაადგილება უსაფრთხო და კომფორტული გახდება. სამშენებლო სამუშაოებზე 30-მდე ადამიანია დასაქმებული,”– განაცხადა ილია დარჩიაშვილმა.
გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგებლის, გია გერგიძეს თქმით, ქალაქში არსებული ბესიკის ქუჩის სიგრძე 855 მ-ია, სადაც ასფალტობეტონის საფარი უკვე დაიგო, ასევე მოხდა 2212 გრძივი კანალიზაციის ქსელის გამოცვლაც:
,,ბარათაშვილის ქუჩის სიგრძე – 453 მეტრია, სადაც მოეწყობა ასფალტობეტონის საფარი და 884 კმ.მ ტროტუარი. ჭავჭავაძის ქუჩის სიგრძე – 840 მეტრია, აღნიშნულ ქუჩაზე სრულდება ასფალტობეტონის საფარის დაგება, ასევე გაკეთდება მიერთებები და მოეწყობა 400 კმ.მ ტროტუარი, ჯამში 1641კმ.მ ტროტუარი მოეწყობა , ”– განაცხადა გია გერგიძემ.
გარდა გურჯაანის მუნიციპალიტეტში არსებული შიდა ქუჩებისა, პროექტის ფარგლებში ხორციელდება დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში მდებარე სოფელ მირზაანის შიდა ქუჩის ასფალტისსაფარიანი საავტომობილო გზის რეაბილიტაციაც, რომლის სიგრძე 912 მეტრია.