ახალი ამბები

ქვემო ალაზნის სარწყავ სისტემაში წყალი გაუშვეს

წყლის გაშვებას ადგილობრივი ფერმერები, საქართველოს გაერთიანებული სამელიორაციო სისტემების კომპანიის აქტივების მართვის დირექტორი ირაკლი სირაძე და ქვემო ალაზნის სერვის ცენტრის ხელმძღვანელი ილია ნერსეზაშვილი ესწრებოდნენ.
საქართველოს გაერთიანებული სამელიორაციო სისტემების კომპანიაში აცხადებენ, რომ აღნიშნული სამუშაოები ყოველწლიურად დაახლოებით ერთი თვის განმავლობაში მიმდინარეობს. მათივე თქმით, გასული თვის განმავლობაში გაიწმინდა სარწყავი სისტემის სათავე ნაგებობის მიმღები კამერა, მაგისტრალური არხის მიმდებარე ნაწილი. 
,,გარდა სხვა სამუშაოებისა, ასევე გარემონტდა გამშვები ფარები, ჯგუფური წყლის გამანაწილებლები, ღარები, შეიცვალა მილები. სამუშაოების დასრულებისთანავე ქვემო ალაზნის სარწყავი სისტემის მაგისტრალურ არხში წყალი გაეშვა. აღნიშნული სისტემის სიგრძე 92 კილომეტრია და კახეთის რეგიონის 4 მუნიციპალიტეტის 20-ზე მეტი სოფლის დაახლოებით 8000 ჰექტარ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ფართობს ამარაგებს სარწყავი წყლით,”– აცხადებენ საქართველოს გაერთიანებული სამელიორაციო სისტემების კომპანიაში.