საგარეჯოს სოფლებს ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეეზღუდება
როგორც სს ,,კახეთის ენერგოდისტრიბუციაში ” აცხადებენ, ,,საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა“ ხეების გადაბელვის სამუშაოების ჩატარებას გეგმავს.
მათივე ინფორმაციით, აღნიშნულიდან გამომდინარე, უსაფრთხოების ნორმების დაცვის მიზნით, ქვ/სადგური ,,კაკაბეთი“ კვების ქსელიდან გაითიშება.
გადაბელვის სამუშაოების დასრულებისთანავე ქსელიდან გათიშულ სოფლებში ენერგომომარაგება უწყვეტ რეჟიმში აღდგება.