საქართველომ პრესის თავისუფლების ინდექსში პოზიცია 15 პუნქტით გაიუმჯობესა
ახალი ანგარიში ორგანიზაციის ვებ-გვერდზე გამოქვეყნდა. პრესის თავისუფლების ინდექსში პირველი ხუთი ადგილი ფინეთს, ნორვეგიას, დანიას, ნიდერლანდებს და შვედეთს უკავია, ბოლო – 180-ე ადგილზე კი ერითრეაა.
რაც შეეხება საქართველოს მეზობელ ქვეყნებს, პრესის თავისუფლების ინდექსის მიხედვით მათი ადგილები ასე გამოიყურება: სომხეთი 78-ე, თურქეთი 149-ე, რუსეთი 152-ე აზერბაიჯანი კი 162-ე ადგილს იკავებს.
შარშან საქართველოს პრესის თავისუფლების ინდექსში 180 ქვეყანას შორის 84 ადგილი ჰქონდა განსაზღვრული.