ხვალ ირაკლი ღარიბაშვილი კახეთში შეხვედრებს გამართავს
პროექტ “ძლიერი რეგიონი ძლიერი საქართველოსთვის” ფარგლებში, პრემიერ-მინისტრი, 13:30 საათზე სიღნაღის მუნიციპალიტეტში, სოფელ ნუკრიანში „დელტას“ სეტყვის საწინააღმდეგო რადარისა და საცეცხლე დანადგარებს მოინახულებს. მოგვიანებით, ირაკლი ღარიბაშვილი ბიზნესმენებს შეხვდება. შეხვედრის თემა კახეთის ეკონომიკური პოტენციალის საკითხების მიმოხილვა იქნება.