კახეთში 6 წლის ბავშვის შესაძლო გაუპატიურების ფაქტს სამართალდამცველები სწავლობენ
მისივე თქმით, ახალგაზრდებმა ბავშვი მოშორებით მდებარე სათბურში მოტყუებით წაიყვანეს. ბრალდებას ძმების მშობლები პასუხობენ. მათი განცხადებით, ისინი პოლიციასთან თანამშრომლობენ და ექსპერტიზის პასუხს ელოდებიან. სამართალდამცავებმა ოჯახები და პედაგოგები უკვე დაკითხეს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, წინასწარი მონაცემებით, გაუპატიურების ფაქტი არ დასტურდება. ექსპერტიზა ოფიციალურ დასკვნას მოგვიანებით გაახმოვანებს. ინფორმაციას სააგენტო ,,პირველი” ავრცელებს.