მაღალთიან რეგიონებში დაქორწინება წახალისდება
მისი თქმით, მაღალ მთაში ქორწინებების დაბალი მაჩვენებელი მძიმე სოციალური მდგომარეობითაა განპირობებული.
„გაირკვა, რომ დაუქორწინებლობის მიზეზი ეკონომიკური სიდუხჭირე და სოციალური პირობებია. ამიტომ ჩვენ ხელისუფლებასთან ერთად ვმუშაობთ იმაზე, რომ მთის კანონში ჩაიდოს წამახალისებელი მექანიზმები, რაც ამ ხალხს ოჯახის შექმნას გაუიოლებს“, – განაცხადა ჩიბურდანიძემ.