თესაუს 228 სტუდენტს სახელმწიფო დააფინანსებს
როგორც უნივერსიტეტის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში აცხადებენ, სასწავლებელში ფაკულტეტებზე ჩარიცხული სტუდენტების დაფინანსების რაოდენობა ასე გადანაწილდა: ბიოლოგია – 40 ადგილი; სასურსათო ტექნოლოგია – 43 ადგილი; დაწყებითი განათლება – 35 ადგილი; ისტორია – 55 ადგილი; ქართული ენა, ლიტერატურა – 55 ადგილი.
“როგორც მოგეხსენებათ, ბოლო ორი წელია,სახელმწიფომ გამოყო პრიორიტეტული სპეციალობები, რომელსაც ის სრულად აფინანსებს ოთხი წლის მანძილზე. სახელმწიფო უნივერსიტეტებში, აღნიშნულ სპეციალობებზე ბაკალავრიატში ჩარიცხული ყველა სტუდენტი (განსაზღვრულ ადგილებზე თუ მოხვდა) 4 წლის მანძილზე ისწავლის უფასოდ. გარდა, პრიორიტეტებისა, დაფინანსება შეეხო მხოლოდ იმ სპეციალობებს, რომლებზეც უნივერსიტეტში არსებობს სამივე საფეხურის სწავლება – ბაკალავრიატი, მაგისტრატურა, დოქტორანტურა. აქედან გამომდინარე, თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში ასეთი პროგრამა ხუთია: ქართული ენა და ლიტერატურა, ისტორია, დაწყებითი განათლება, ბიოლოგია, სასურსათო ტექნოლოგია. სულ სახელმწიფო 228 სტუდენტს დააფინანსებს,”– განუცხადა Knews.ge-ს თესაუს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა ნელი ცქიტიშვილმა.