სოფელ ვარდისუბანში სკვერი მოეწყობა
პროექტის მიხედვით, გაწმენდითი სამუშაოების დასრულების შემდეგ, აღნიშნულ ტერიტორიაზე სკვერი მოეწყობა.
თელავის მუნიციპალიტეტის გამგებლის, ალექსანდრე შათირიშვილის თქმით, სამუშაოები სამუშაოების საერთო ღირებულება – 1 580 210,57 ლარია.
მისივე თქმით, აღნიშნული სამუშაოების დასრულების შემდეგ ადგილზე მოეწყობა სკვერი, სადაც მოსახლეობას გამოსვლა და დასვენება შეეძლება.
,,ადგილი, რომელიც პროექტის ფარგლებში სუფთავდება, საყოფაცხოვრებო და სამშენებლო ნაგვით იყო სავსე. 800 მეტრის მანძილზე აქ საშინელი მდგომარეობა იყო. სამუშაოების დასრულების შემდეგ მოეწყობა სკვერი, სადაც ზაფხულობით მოსახლეობას შეეძლება მოსვლა და დასვენება. გარდა ამისა, აქ ასევე მოეწყობა სათანადო ინფრასტრუქტურა, აშენდება კაფეები და მოწესრიგდება გარეგანათების სისტემა,”– განუცხადა knews.ge-ს ალექსანდრე შათირიშვილმა.