ახალი ამბები

პანკისიდან სირიაში წასული მოზარდები ოჯახის წევრებს დაბრუნებაში დახმარებას სთხოვენ

“ტელეფონით დაგვიკავშირდნენ. გვითხრეს, რომ კარგად არიან. ჯერ ომი არ უნახავთ. სწავლებას გავდივართ და არ ინერვიულოთო”, – განუცხადა “ინტერპრესნიუსს არასრულწლოვანი მოზარდის ბებიამ შაირათ კუშტანაშვილმა.
გავრცელებული ინფორმაციით, პანკისელი მოზარდები „ისლამური სახელმწიფოს“ ერთ-ერთი ლიდერის, თარხან ბათირაშვილის, მეტსახელად „ჟღალი გენერლის“ დაჯგუფებაში ირიცხებიან. თავად ბათირაშვილი კი ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტს ეჭვმიტანილთა „შავ სიაში“ ჰყავს შეყვანილი.
არსებული ინფორმაციით ამ დრომდე სირიაში ასამდე პანკისელი იბრძვის და უკვე 11 ახალგაზრდა სხვადასხვა შეტაკებების დროს არის გარდაცვლილი.