სატყეო სამსახურის თანამშრომლებმა თელავში 13 კუსტარულად მოწყობლი ე.წ. ,,სანახშირე“ გამოავლინეს
სატყეო სააგენტოს ინფორმაციით, სამართალდამრღვევებმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ხე-ტყის უკანონოდ ჭრა განახორციელეს.
ეროვნული სატყეო სააგენტოს უფროსის მოადგილის, ირაკლი მუკნიაშვილის თქმით, გარემოზე მიყენებულმა ზიანმა ჯამში შეადგინა 570 ათასი ლარი.
,,აღმოვაჩინეთ 13 ,,სანახშირე” და ასევე 1600 ძირი მოჭრილი ხე, რომელიც დაილუქა და მასალები შემდგომი რეაგირებისთვის გადაეგზავნა შესაბამის ორგანოს,”- განაცხადა ირაკლი მუკნიაშვილმა.