დღეიდან ბრწყინვალე შვიდეული დაიწყო
ამ დღეს მორწმუნეები მიცვალებულთა საფლავებზე გადიან, რათა უფლის აღდგომა მათაც ახარონ. მათ თან პასქა და წითელი კვერცხები მიაქვთ.
ბრწყინვალე შვიდეულის ყოველ დღეს ტაძრებში სადღესასწაულო ლიტურგია სრულდება და მორწმუნეებს ზიარების მიღების შესაძლებლობა აქვთ.
აღდგომის შემდეგი კვირა ხსნილია და მორწმუნეებს ყველანაირი პროდუქტის მიღება შეუძლიათ.