ბატონის ციხის რეაბილიტაციის გეგმის საჯარო განხილვა აპრილის ბოლოს გაიმართება
როგორც ქალაქის მერიაში აცხადებენ, დაგეგმილია მოსახლეობის მონაწილეობით დისკუსიების გამართვა და გეგმის დეტალების განხილვა:
,,აპრილის ბოლოს ,,მუნიციპალური განვითარების ფონდი” ჩამოიტანს ბატონის ციხის რეაბილიტაციის გეგმას, მოხდება მისი საჯარო განხილვა და გაიმართება დისკუსია. გვინდა, თელაველებს გავაცნოთ აღნიშნული გეგმა და მოვისმინოთ მათგან თუ როგორი მუზეუმი და გალერეა სურთ,”–განუცხადა Knews.ge-ს ქალაქ თელავის მერმა პლატონ კალმახელიძემ.