თელავის მერიამ და საკრებულომ სოციალურად დაუცველ მოსახლეობას სააღდგომო ნობათი გადასცა
ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები მოსახლეობას გაესაუბრნენ და არსებული პრობლემების მოგვარების გზებზე ისაუბრეს.
თელავის მერის, პლატონ კალმახელიძეს თქმით, თანხა, რომლითაც სააღდგომო ნობათის შეძენა მოხდა მერიისა და საკრებულოს თანამშრომლების მიერ შეგროვდა:
,,გარკვეული თანხის ოდენობა, რომლითაც შევიძნეთ სააღდგომო ნუგბარი სოციალურად გაჭირვებული ოჯახებისთვის შეგროვდა მერიის და საკრებულოს თანამშრომლების მიერ და გადავწყვიტეთ, მოვსულიყავით მათთან და მოგველოცა აღდგომის დღესასწაული. ნობათი გადავეცით იმ ოჯახებს, რომლებსაც განსაკუთრებული საჭიროება აქვთ. გარდა ამისა, ვისაუბრეთ არსებულ პრობლემებზე და მისი მოგვარების გზებზე,’‘–განუცხადა knews.ge-ს პლატონ კალმახელიძემ.