ახალი ამბები

სააღდგომოდ პრეზიდენტი პატიმრებს შეიწყალებს

სააღდგომოდ პრეზიდენტი პატიმრებს შეიწყალებს. როგორც შეწყალების კომისიის თავმჯდომარემ, ზვიად ქორიძემ განაცხადა, კომისიამ 420-მდე განცხადება განიხილა და რეკომენდაციები პრეზიდენტს უკვე გადაუგზავნა.
ქორიძის ინფორმაციით, გიორგი მარგველაშვილს შეწყალებაზე ხელი ჯერ არ მოუწერია, შესაბამისად, უცნობია რამდენი ადამიანი დატოვებს საპატიმროს აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით. სავარაუდოდ, პატიმრების შეწყალება უახლოეს დღეებში მოხდება.
როგორც ქორიძემ განაცხადა, განხილულ განცხადებებს შორის იყო უვადო ბრალდებულების მიმართვებიც, თუმცა, გაიცა თუ არა რეკომენდაციები უვადო ბრალდებულების შეწყალებაზე, კომისიის თავმჯდომარეს არ დაუკონკრეტებია.