რძის ნაწარმში დარღვევები გამოვლინდა
კვლევა საქართველოს მომხმარებელმა ფედერაციამ ჩაატარა და 16 დასახელების სხვადასხვა ფირმის კარაქსა და სპრედს შეეხო. რამდენიმე დასახელების პროდუქტში ეტიკეტზე მითითებული მონაცემები შიგთავსის შემადგენლობას არ დაემთხვა. ამ ჩამონათვალში მოხვდა : ”შატილი” (სპრედი), ”მილკო ფუდი” (სპრედი), ”ჩვენი ფერმერი” (სპრედი), ”ტიფლისი” (სპრედი), ”ვალიო” (ნაღები), ”დოიარუშკა” (ნაღები), ხოლო სპრედში სახელად ”საუკეთესო ხევსურული” მძაღე სუნი და მომჟავო გემო დაფიქსირდა.