თელავის მუნიციპალიტეტის სოფლებში 400 ძირი მუხის ხე დაირგვება
თელავის მუნიციციპალიტეტის გამგებლის, ალექსანდრე შათირიშვილის თქმით, ნერგები სოფლების რწმუნებულებს უკვე გადაეცათ, რომლებიც ხეებს წინასწარ შეთანხმებულ ადგილას დარგავენ.
,,თითო სოფელს 15-20 ძირი ნერგი ხვდება და დაირგვება წყლის სათავე ნაგებობებთან ახლოს, რომ არ გახმეს. მე ვიღებ პასუხისმგებლობას ჩემს თავზე, რომ გადავამოწმო უვლიან თუ არა დარგულ ხეებს. ეს აქციები გაგრძელდება და ხეებს დავრგავთ ყველა იმ ადგილას, სადაც გარკვეული მიზეზის გამო მოიჭრა,”– განუცხადა knews.ge-ს ალექსანდრე შათირიშვილმა.

