თელავის მერიამ ადმინისტრაციული ხარჯები 92 000 ლარით შეამცირა
მისივე თქმით, უწყება ასევე საკრებულოში ინიციატივით შევიდა რათა სახელფასო ფონდიდან მოხდეს დამატებით 8 ათასი ლარის გამოთავისუფლება, რომელიც ახალგაზრდული პროექტის დაფინანსებას მოხმარდება:
,,გამოთავისუფლებული თანხა სხვადასხვა ინფრასტრუქტურულ პროექტებზე გადანაწილდა. აქედან 42 ათასი ლარი დაიხარჯება გზაჯვარედინების მოწესრიგებაზე, 26 000- გარეგანათების რეაბილიტაციაზე. 14 ათასი ლარი დაიხარჯება თელავის სავიზიტო ბარათის, ჭადრის ხის გადასარჩენად, დარჩენილი 10 ათასი კი დაემატა ბაგა-ბაღების გაერთიანებას დაწესებულებებში არსებული პრობლემების მოსაგვარებლად. ასევე გვინდა დამატებით 8 ათასი ლარის გამოთავისუფლებაც, რომელიც ერთ-ერთი ახალგაზრდული პროექტის განხორციელებას მოხმარდება,”– განუცხადა Knews.ge-ს პლატონ კალმახელიძემ.