ახალი ამბები

კახეთში მედიატური გაიმართება

მედიატურში მონაწილეობის მიღების მსურველმა ჟურნალისტებმა 15 აპრილის ჩათვლით უნდა გააგზავნონ საკონტაქტო ინფორმაცია (სახელი, გვარი, ტელეფონის ნომერი, ელ. ფოსტა, მედია საშუალების დასახელება) ელექტრონულ მისამართზე agriculturegeorgia@gmail.com 
სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინიციატივით, მედიატურები საქართველოს ყველა რეგიონში ეტაპობრივად გაიმართება და მედიატურის ფარგლებში მოსანახულებელ საწარმოებს ჟურნალისტები თავად შეარჩევენ. 
სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, აგროწარმოების განვითარების მიზნით, სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინიციატივით არაერთი პროექტი (შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტი, გადამამუსავებელი საწარმოების თანადაფინასების პროექტი, აწარმოე საქართველოში) ხორციელდება, რომლის ფარგლებშიც 114 ახალი საწარმოს შექმნა და 600-მდე არსებული საწარმოს გადაიარაღებ-გაფართოება დაფინანსდა.