ახალი ამბები

დედოფლისწყაროში კინოჩვენებები გაიმართება

დედოფლისწყაროში კინოჩვენებები მომავალი კვირიდან გაიმართება. მუნიციპალიტეტს აპარატურა საქართველოს კულტურის სამინისტრომ საჩუქრად გადასცა.
დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის გამგებლის, ნიკოლოზ ჯანიაშვილის განცხადებით, აპარატურა მობილურია და კინოჩვენებები სოფლებშიც მოეწყობა:
,,რამდენიმე კვირაში საშუალება გვექნება გარკვეული ინტენსივობით გაიმართოს ფილმების ჩვენება. კინო მუნიციპალიტეტის კულტურის სახლში იქნება განთავსებული და ფილმების ჩვენება კულტურის სახლის დარბაზში გაიმართება”.
გამგებელმა აღნიშნული ინფორმაცია თოქ-შოუ „დედოფლისწყაროს საათში“ გააჟღერა.