ახალი ამბები

სოფელ კონდოლში ყურძნის სათბური გაიხსნა

დღეს, სოფელ კონდოლში ვაზის ნერგის გამოსაყვანი თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი სადემონსტრაციო სასათბურე მეურნეობის პრეზენტაცია გაიმართა.  სასათბურე მეურნეობა ჩამოყალიბდა ესპანური საერთაშორისო ჰუმანიტარული ორგანიზაცია ACF International -ის თანადაფინანსების პროექტის ფარგლებში. პროექტის მიზანია სოფლად სიღარიბის დაძლევა და სასოფლო–სამეურნეო პროდუქციის გაზრდის ხელშეწყობა საქართველოში.

ფონდი „მოძრაობა შიმშილის წინააღმდეგ“ კონსორციუმის პარტნიორ ორგანიზაციებთან (Oxfam, RCDA, ELKANA) ერთად ანხორციელებს ევროკავშირის მიერ დაფინანსებულ პროექტს „სასოფლო–სამეურნეო კოოპერატივების განვითარების მხარდაჭერა საქართველოში“. 

თელავის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილე ზურა სვიმონიშვილის განცხადებით გამგეობა მიესალმება ადგილობრივ მცირე ფერმერთა გაერთიანებებს, რაც საბოლოო ჯამში პროდუქციის ხარისხს გაუმჯობესებს: 

“ევროპის სამეზობლო პროგრამა საქართველოში სოფლის მეურეობისა და სოფლის განვითარებისთვის” აღნიშნულ პროექტს საქართველოს 13 მუნიციპალიტეტში, მათ შორის თელავის მუნიციპალიტეტში ახორციელებს”. .