თელავის მერიამ სააღდგომოდ 60 000 ლარი პრემია გასცა
,,ამ დროისთვის, თანამშრომლებზე სააღდგომოდ გაცემული გვაქვს 60 ათასი ლარი პრემიის სახით. კანონის მიხედვით, გვაქვს უფლება ოთხჯერ გავცეთ პრემია წელიწადში, თუმცა ამას არ გავაკეთებთ. მინდა დამატო, რომ ადმინისტრაციული ხარჯები შევამცირეთ და მერიის სახელფასო ფონდის შემცირების ხარჯზე 92 ათასი ლარი გამოვათავისუფლეთ, რომელიც სხვადასხვა ინფრასტრუქტურულ პროექტებზე გადანაწილდება. აქედან, 42 ათასი ლარი დაიხარჯება გზაჯვარედინების მოწესრიგებაზე და 26 000 ლარი გარეგანათების რეაბილიტაციაზე. ამ დროისთვის, ქალაქის 90% განათებულია და დარჩენილი 10%-ის განათებაზეც ვმუშაობთ. გარდა ამისა, 14 ათასი ლარი დაიხარჯება თელავის სავიზიტო ბარათის, ჭადრის ხის გადასარჩენად, დარჩენილი 10 ათასი ლარი კი დაემატა ბაგა-ბაღების გაერთიანებას დაწესებულებებში არსებული პრობლემების მოსაგვარებლად,”– განუცხადა Knews.ge-ს პლატონ კალმახელიძემ.
კალხელიძისვე განმარტებით, უწყება საკრებულოში ინიციატივით შევიდა რათა სახელფასო ფონდიდან მოხდეს დამატებით 8 ათასი ლარის გამოთავისუფლება, რომელიც ახალგაზრდული პროექტის დაფინანსებას მოხმარდება.

