ახალი ამბები

თელავის მერი საკრებულოს ოპოზიციონერი წევრის ინიციატივას გამოეხმაურა

პლატონ კალმახელიძეს განმარტებით, ქალაქის მაწანწალა ძაღლებისგან გათავისუფლება და ცხოველთა თავშესაფრის აშენება მისი ერთ-ერთი საარჩევნო დაპირება იყო, რომელსაც უახლოეს ხანში შეასრულებს.
მისივე განცხადებით, უწყება ქალაქისთვის ბევრ მნიშვნელოვან პრობლემის გადაჭრაზე მუშაობს:
,,მაწანწალა ძაღლების პრობლემების მოგვარებაც ერთ-ერთი საკითხი იყო საარჩევნო დაპირებებისა და მიმდინარეობს მუშაობა. მინდა გითხრათ, რომ ნებისმიერი პირი, ვინც საინტერესო ინიციატივით მოგვმართავს ამ საკითხზე, აუცილებლად განვიხილავთ. რამდენიმე წინასარჩევნო დაპირება უკვე შევასრულეთ, პარალელურად ვზრუნავთ სხვადასხვა პრობლემების მოსაგვარებლად. მაგალითად, თელავის თეატრის უსახურ ფასადთან დაკავშირებით აქტიურად ვმუშაობთ და სავარაუდოდ, ბოძების დემონტაჟი მოხდება. გარდა ამისა, ბატონის ციხის რეაბილიტაციასთან დაკავშირებით თვის ბოლოს დაიწყება საჯარო განხილვები როგორი უნდა იყოს მუზეუმი და გალერეა. ასევე, ვმუშაობთ ჩვენს კიდევ ერთი დაპირების შესრულებაზე, ეს არის მუნიციპალური ტრანსპორტისა და პარკირების მოწესრიგება ქალაქში”, – განუცხადა knews.ge-ს პლატონ კალმახელიძემ.