ახალი ამბები

კახეთში სააღდგომო პრემიები გაიცა

,,ბიუჯეტში გათვალისწინებული გვაქვს ორი პრემია – სააღდგომო და საახალწლო. სააღდგომო პრემია გაიცა ერთჯერადი ხელფასის ოდენობით. თანხა ჯამში 93 000 ლარს შეადგენს. გასულ წელს პრემიათა რაოდენობა ოთხი იყო, ხოლო წელს განახევრდა”
რაც შეეხება სხვა მუნიციპალიტეტებში არსებულ სიტუაციას, სიღნაღში 92 000 გამოიყო, ლაგოდეხში 117 000, გურჯაანში 145 000 ლარი, საგარეჯო 90 ათასი, ყვარელი 94 000, დედოფლისწყარო 62 000, ახმეტა კი 83 000 ლარი.