დედოფლისწყაროში მეორე მსოფლიო ომის მონაწილეები ერთჯერადად 150 ლარს მიიღებენ
პროექტის ინიციატორის, ფრაქცია ,,ქართული ოცნება-რესპუბლიკელების“ თავმჯდომარის აკაკი ნატროშვილის თქმით, მუნიციპალიტეტში დღეისათვის მეორე მსოფლიო ომის 22 მონაწილე ცხოვრობს: ,,ინიციატივის თანახმად მეორე მსოფლიო ომის სამოცდაათი წლის თავთან დაკავშირებით იმ 22 პირს, რომელიც დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ცხოვრობს 150 ლარი საპენსიო ანგარიშზე ჩაერიცხებათ,”– აცხადებს აკაკი ნატროშვილი.

