კახეთის გუბერნატორი პანკისის ხეობის უხუცესთა საბჭოს წევრებს შეხვდა
უხუცესთა საბჭოს წევრებმა გუბერნატორს ხეობაში არსებული ვითარება გააცნეს და მთავრობის მეთაურის სახელზე შემუშავებული მემორანდუმი გადასცეს.
ირაკლი შიოლაშვილის თქმით, შესაბამისი უწყებები ახალგაზრდების ხეობაში დაბრუნების საკითხზე აქტიურად მუშაობენ.
სირიაში საბრძოლველად წასული მცირეწლოვანების ოჯახის წევრების თქმით, მათი შვილები სირიაში საბრძოლო მოქმედებებისთვის 6 დღის წინ გაემგზავრნენ.
ხეობის მცხოვრებლები ხელისუფლებას საქმის დროულ გამოძიებას და მოზარდებსი გადაბირებისთვის დამნაშავე პირების დასჯას ითხოვენ.

