ახალი ამბები

საქართველოში ინტერნეტის ტარიფები ყველაზე მაღალია

საქართველოში ინტერნეტ პაკეტებზე ფასი, მსოფლიოს განვითარებად ქვეყნებს შორის, ერთ-ერთი ყველაზე მაღალია. საქართველოში 100 მეგაბაიტის ღირებულება 100 ლარია, მაშინ, როდესაც იგივე სერვისი ფასები ევროპულ ქვეყნებში ასე გამოიყურება – მაგალითად უკრაინაში 14 ლარის, რუმინეთში 18, ლიტვასა და ბულგარეთში 22, ხოლო ლატვიაში 33 ლარი ჯდება.
საქართველოს ინტერნეტბაზრის ორი ძირითადი მოთამაშე ,,კავკასუს ონლაინი” და ,,სილქნეტი” ფასებს ყოველწლიურად ზრდიან და ამ ყველაფერს სიჩქარის მატებით, მომხმარებლის ინტერესებზე ზრუნვითა და ქვეყანაში არსებული ეკონომიკური მდგომარეობით ხსნიან.
რაც შეეხება საქართველოში ორგანიზაციებისთვის დაწესებული ინტერნეტის ფასებს, საკმაოდ მაღალია. მაგალითად, ფიზიკური პირებისთვის არსებული ინტერნეტის 100 მგბ/წმს ფასი არის 100 ლარი, ორგანიზაციებისთვის კი 8000 ლარი.
მაია გაბრაშვილის განცხადებით, ფიზიკური პირებისთვის დაწესებული ტარიფები საკმაოდ მაღალია:
,,არვიცი რამდენია ორგანიზაციებისთვის დაწესებული ტარიფების ოდენობა, მაგრამ როგორც ფიზიკური პირი ვამბობ, რომ თუ ასე გაგრძელდა, ბევრი ადამიანი ვეღარ გადაიხდის თანხას. საკმაოდ მაღალი და არაადექვატურია დაწესებული ტარიფები, თან სიჩქარეს ანახევრებენ, მომსახურებაზე აღარ ვლაპარაკობ. ხომ უნდა აგვიხსნან მაინც რატომ ზრდიან ფასებს. 22მგბ ში ვიხდიდ 25 ლარს, მაგრამ 10 მგბ ში ახლა 27 ლარი მოითხოვეს. ევროპაში ვცხოვრობდი წლები და ჩვენს ეროვნულ ვალუტაზე რომ ვიანგარიშო, 50 ლარამდე გამოდის თვეში გადასახადი, მაგრამ გაცილებით სწრაფი და ხარისხიანი ინტერნეტი მქონდა, საქართველოში ცხოვრება ძალიან ძვირია”.