ახალი ამბები

კახეთში 10 აპრილის ჩათვლით ცვალებადი ამინდია მოსალოდნელი

10 აპრილის ჩათვლით ცვალებადი ამინდია მოსალოდნელი კახეთში. გარემოს ეროვნული სააგენტოს მონიტორინგისა და პროგნოზირების ცენტრის ჰიდრომეტეოლოგიური სამსახურის ინფორმაციით, დღეს ღამით კახეთში წვიმაა მოსალოდნელი. დღეს, 3 აპრილს, კახეთში სუსტი ქარია და ტემპერატურა +12 გრადუსს აღწევს. წვიმა და ქარი რეგიონში ხვალაც მოსალოდნელია, აღმოსავლეთ საქართველოში ქარის სიჩქარე 20-25 მეტრი მეტრი წამში იქნება. 5 აპრილიდან საქართველოში რამდენიმე დღით გამოიდარებს, 8-დან 11 აპრილამდე კი კვლავ წვიმაა მოსალოდნელი.