ახალი ამბები

თელავში საქართველოს კულტურის სტრატეგიის შესახებ იმსჯელეს

სტრატეგიის განხილვაში მონაწილეობდნენ კახეთის რეგიონში მოღვაწე არასამთავრობო ორგანიზაციების, საინიციატივო ჯგუფების წარმომადგენლები და კულტურის სფეროთი დაინტერესებული პირები.
შეხვედრაზე მიხეილ გიორგაძემ დამსწრე საზოგადოებას წარუდგინა კულტურის სტრატეგიის შემუშავების გზამკვლევი, რომელიც ქვეყნის მასშტაბით კულტურის სტრატეგიის შემუშავების პროცესის განმსაზღვრელი სამუშაო დოკუმენტია. 
,,გზამკვლევში, რომლის განხილვაც თელავში მოეწყო, გათვალისწინებულია ევროკომისიის აღმოსავლეთ პატნიორობის პროგრამის ფარგლებში ჩატარებული შეხვედრების შედეგად მიღებული რჩევები და კულტურის სფეროს სხვადასხვა ორგანიზაციის წარმომადგენლების რეკომენდაციები. აღნიშნული გზამკვლევი შემუშავდა საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროსთვის ევროკომისიის აღმოსავლეთ პარტნიორობის კულტურის პროგრამის ტექნიკური მხარდაჭერის ფარგლებში. დღევანდელი კონფერენცია მიზნად ისახავს კულტურის სტრატეგიის შემუშავების პროცესის დაგეგმვასთან დაკავშირებული ინფორმაციის გავრცელებას, მიმდინარე პროცესების შესახებ საზოგადოების დაინტერესებასა და „კულტურა 2025“ სტრატეგიის შემუშავების სამოქმედო გეგმის გაცნობას. ასევე, ძირითადი პრობლემების გამოვლენას და მათი გადაჭრისათვის შესაძლო გზების ძიებას. მე მიხარია, რომ შეხვედრაზე მოსახლეობის და დაინტერესებული პირების აქტივობა მაღალია და სწორეს ეს არის ჩვენი მიზანიც, რომ რაც შეიძლება მეტმა ადამიანმა გაიგოს სტრატეგიის შესახებ და ჩაერთოს ამ პროცესში”– განაცხადა მიხეილ გიორგაძემ.