კახეთში არამდგრადი ამინდი რამდენიმე დღე შენარჩუნდება
კახეთში, უმეტეს რაიონში, ტემპერატურა დაიწევს და აცივდება. რეგიონში, დღეს, მოსალოდნელია ნალექი უმეტესად წვიმის სახით, იქროლებს სუსტი ქარი.
აღმოსავლეთ საქართველოშის სინოპტიკოსები ღრუბლიან ამინდს და წვიმას ვარაუდობენ, ხოლო მაღალ მთაში თოვლს.
ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა დღეს +5 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით +1 შენარჩუნდება. ხვალიდან, ჰაერის ტემპერატურა მოიმატებს და დღისით +10 გრადუსი სითბო დაფიქსირდება.
არამდგრადი ამინდები რეგიონის ტერიტორიაზე 4 აპრილის ჩათვლით შენარჩუნდება.