თელავის მერია „ახალგაზრდული საბჭოს“ პროექტს მხარს დაუჭერს
„მერის სათათბირო ორგანოს – ახალგაზრდული საბჭოს“ წევრები პლატონ კალმახელიძეს შეხვდნენ. მათ ქალაქის მერს საკუთარი ინიციატივები გააცნეს.
საინიციატივო ჯგუფმა პლატონ კალმახელიძეს პროექტი წარუდგინა, რომელიც თელავის ქუჩების შემოქმედებით ათვისებას ეხება. პროექტის ფარგლებში ქალაქის ღირშესანიშნავ ადგილებში მოლბერტები დაიდგმება, რომელზეც ცნობილი ქართველი მხატვრის, ელენე ახვლედიანის ნახატები განთავსდება.
,,ახალგაზრდული საბჭოს” წევრებმა წარმოგვიდგინეს საინტერესო პროექტები, შევჩერდით ერთ-ერთ მათგანზე, რომელიც საკმაოდ ინოვაციურია ქალაქისთვის. პროექტი მიზნად ისახავს ქალაქის ტერიტორიაზე მოლბერტებით ელენე ახვლედიანის ნახატების გამოფენას. მინდა ავღნიშნო, რომ ახალგაზრდების გააქტიურებასა და ჩართულობას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, რაც მისასალმებელია. ჩვენ, გავარგძელებთ თანამშრომლობას”, – აცხადებს ქალაქის მერი.
ახალგაზრდული საინიციატივო საბჭოს წევრები სამომავლოდ აქტიურად აპირებენ ქალაქის მერიასთან თანამშრომლობის გაგრძელებას. ამჯერად პროექტის ფარგლებში იგეგმება 10 მოლბერტის დამზადება, რომელიც ქალაქის ტერიტორიაზე არსებულ სკვერებსა და პარკებში განთავსდება, შემოქმედებითად დატვირთავს და გაალამაზებს თელავს. ჯგუფის ერთ-ერთი აქტიური წევრი ლიკა ყარაულაშვილი ამბობს, რომ უხარია, მერმა რომ მათი იდეა მოიწონა.
„ჩვენ რამდენიმე თვის განმავლობაში ბევრი ვიმუშავეთ, შევხვდით უამრავ ადამიანს, ჩავატარეთ ინტერვიუები, გამოკითხვები და ქალაქისათვის მნიშვნელოვანი საკითხები გამოვკვეთეთ. ძალიან მიხარია, რომ შრომამ შედეგი გამოიღო და ეს იდეა განხორციელდება, თუმცა ჩვენი ჯგუფი ამით არ დაკმაყოფილდება და კვლავ გავაგრძლებთ მერიასთან თანამშრომლობას სხვა ახალგაზრდრული ინიციატივების მხარდასაჭერად.“
თელავის ახალგაზრდული საბჭო „სამოქალაქო განათლების ინსტიტუტის“ მხარადაჭერით გასულ წელს შეიქმნა ჯგუფი ათი სტუდენტისგან შედგება. პროექტი გულისხმობს საქართველოს ხუთ ქალაქში – გორში, თელავში, ახალციხეში, ქუთაისსა და ზუგდიდში – ათ-ათი სტუდენტის შერჩევას და მათ მომზადებას ქალაქის მერთან კვალიფიციური თანამშრომლობისთვის.
ბლოგი მომზადებულია სამოქალაქო განვითარების ინსტიტუტის პროექტის „მერის სათათბირო ორგანოს – ახალგაზრდული საბჭოს დაფუძნება“ ფარგლებში. პროექტს მხარს უჭერს სსიპ საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი.