დაუბეგრავი მინიმუმის დეკლარაციის შევსება 1 აპრილიდან დაიწყება
პირობები იგივეა, რაც 2014 წელს იყო, მოქალაქეს უნდა ჰქონდეს საბანკო ანგარიში და სისტემაში მთლიანად უნდა იყოს ნაჩვენები ის ხელფასი, რაც მას ერიცხება.
შეგახსენებთ, რომ დაუბეგრავი მინიმუმით სარგებლობა იმ მოქალაქეებსა შეუძლიათ, რომლებსაც 2014 წელს ხელფასის სახით 1800-დან 6000 ლარამდე აქვთ აღებული. მოცემულ შემთხვევაში მოქალაქეს უფლება აქვს დაიბრუნოს 360 ლარი, ხოლო თუ ხელფასის ოდენობა 1800 ლარზე ნაკლებია, დაბრუნებას კონკრეტული თანხის 20 პროცენტი ექვემდებარება.