დაცულ ტერიტორიებს შორის დამაკავშირებელი ეკოკორიდორები შეიქმნება
გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს ინფორმაციით, პროექტი მიზნად ისახავს დაცულ ტერიტორიებს შორის დამაკავშირებელი ეკოკორიდორების შექმნას. უწყების ინფორმაციით, პროგრამა ხორციელდება ბუნების დაცვის მსოფლიო ფონდის (WWF) კავკასიის ოფისის მიერ, გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკის (KFW) და გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების სამინისტროს (BMZ) ფინანსური მხარდაჭერით.
“საქართველოში პილოტურ კორიდორად შერჩეულია დასავლეთ მცირე კავკასიონი. პროექტის ფარგლებში ეკოკორიდორების ფონდი ჩამოყალიბდება, გრანტის მოცულობა კი სამხრეთ კავკასიის რეგიონში 8 მილიონ ევროს შეადგენს”, – აცხადებენ სამინისტროში.