ახალი ამბები

სიღნაღის პოლიკლინიკის რეაბილიტაციისთვის 20 000 ლარი დაიხარჯება

როგორც სიღნაღის მუნიციპალიტეტის გამგეობაში აცხადებენ, აღნიშნული პრობლემა სიღნაღის მოსახლეობას დიდი ხანია აწუხებს. უწყების ინფორმაციით, მუნიციპალიტეტის გამგეობის ბიუჯეტიდან აღნიშნული სამუშაოებისთვის 20 000 ლარია გამოყოფილი.
პოლიკლინიკაში მოქალაქეებს სხვადასხვა პროფილის ექიმები: ოჯახის ექიმი, ოფთალმოლოგი, უროლოგი, ქირურგი, კარდიოლოგი, ენდოკრინოლოგი, ბავშვთა ნევროპათოლოგი და ნევროპათოლოგი მოემსახურებიან.
პოლიკლინიკაში ასევე ექოსკოპიის და ლაბორატორიის კაბინეტები განთავსდება.