თელავში სპორტის ოთხ სახეობაში ოლიმპიადები მიმდინარეობს
სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მხარდაჭერით, გამარჯვებული გუნდი ერთი კვირა გაემგზავრება ანაკლიის კომპლექსში.
თელავის მერიის კულტურის სამსახურის ხელმძღვანელის, ფიქრია ყუშიტაშვილის განცხადებით, უწყების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საქმიანობა სწორედ ახალგაზრდების ჩართულობის გაზრდაა სხვადასხვა ღონისძიებაში:
„ნებისმიერი ღონისძიება, რომელსაც ანხორციელებს მერია ჩემი სამსახურის ეგიდით, გათვლილია არა მხოლოდ უფროსი თაობის წარმომადგენლებზე, არამედ ახალგაზრდებზე.“