თელავის მუნიციპალიტეტის გამგეობაში სტრუქტურული ცვლილებები განხორციელდა
თელავის მუნიციპალიტეტის გამგებლის, ალექსანდრე შათირიშვილის თქმით, აღნიშნული ცვლილებების გამო უწყების მიერ გამოცხადებულ ვაკანსიებშიც ცვლილებები შევიდა:
,,უწყებაში განხორციელდა სტრუქტურული ცვლილებები ინფრასტრუქტურის, ეკონომიკისა და სტატისტიკის სამსახურს ქონების მართვის განყოფილება გამოეყო, რომელიც იურიდიულ სამსახურს შეუერთდა. ამასთან დაკავშირებით ცვლილება შევიდა საშტატო ერთეულშიც. დაემატა განყოფილების უფროსის და თანამშრომლების ვაკანსია და დამატებით 4 პოზიციაზე გამოცხადდა ვაკანსია’’- განუცხადა knews.ge-ს ალექსანდრე შათირიშვილმა.