ახალი ამბები

სურსათის სააგენტო მოსახლეობას აფრთხილებს

სურსათის ეროვნულ სააგენტოში აცხადებენ, რომ ინსპექტირებისას საქონლის ხორცის არალეგალური საამქრო გამოავლინეს. უწყების ინფორმაციით, საამქროში საქონლის თავებს ამუშავებდნენ და ამ პროდუქციას გაყინული ნახევარფაბრიკატების და ძეხვეულის წარმოებაში იყნებდნენ. სურსათის ეროვნული სააგენტო მოუწოდებს მოსახლეობას, რომ ხორცი არ შეიძინონ არაორგანიზებულ რეალიზაციის პუნქტებში, როგორიც არის გარევაჭრობის ობიექტები. სააგენტოში მოქმედებს ცხელი ხაზი: 2 91 91 68, რომელზეც მოქალაქეები მიიღებენ ინფორმაციას სურსათის უვნებლობასთან დაკავშირებულ საკითხებზე.