საგარეჯოში ვიცე პრემიერი ნავთობის საძიებო ჭაბურღილზე მიმდინარე სამუშაოებს დაათვალიერებს
ვიზიტის ფარგლებში ვიცე პრემიერი სოფელ მანავის ტერიტორიაზე მდებარე ნავთობის საძიებო ჭაბურღილს „მანავი-13“ -ს დათვალიერებს. ჭაბურღილი არსებულ ტერიტორიაზე ნავთობის პერსპექტიულობის განსასაზღვრავად 4500 მეტრ სიღრმეზე იბურღება. კალაძე სტუმრებთან ერთად საგარეჯოში, სოფელ მანავში, ხვალ, 11:00 საათზე ჩავა.