ახალი ამბები

კახეთში ,,ახალგაზრდული საკრებულო“ შეიქმნება

მათ, შეკრებილ საზოგადოებას, გააცნეს პროექტი, რომელიც ახალგაზრდული საკრებულოების შექმნას ითვალისწინებს. პროექტის ხელმძღვანელის, გიორგი ჭულუხაძის განცხადებით, ახალგაზრდების მხრიდან დიდი სურვილია, რომ გაეცნონ თვითმმართველობის საქმიანობის სპეციფიკას თუ როგორ იმართება მათი ქალაქი თუ თემი; როგორ იგეგმება ადგილობრივი ბიუჯეტი; როგორ ტარდება არჩევნები; ასევე, რა პრინციპით ხდება დეპუტატების შერჩევა და სხვა საკითხები. შეხვედრას ესწრებოდა ქალაქის მერიც. პლატონ კალმახელიძის თქმით, უწყებისთვის მნიშვნელოვანია ახალგაზრდების იდეებისა და შეხედულებების გათვალისწინება ახალი პროექტების განხორციელებისას.